რუსეთის შსს-ში სახელმწიფო ავტოინსპექციის შტატების შემცირებას ადასტურებენ

საქართველო, თბილისი - 18:36 | 09.01.2018
ნანახია: 869

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო ავტოინსპექციის შტატების შემცირებას ადასტურებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, სამსახურიდან 10 ათასი თანამშრომელი გაათავისუფლეს.

შემცირება არ შეჰხებია სარეგისტრაციო, საგამოცდო და მართვის მოწმობების გამცემ სამსახურებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროსშტატის შემცირების ბრძანებას პრეზიდენტმა პუტინმა ხელი 31 დეკემბერს მოაწერა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე