,,ტრამპ თაუერის'' შენობაში ხანძარია (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 17:07 | 08.01.2018
ნანახია: 974

ნიუ-იორკში, ,,ტრამპ თაუერის" შენობის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. 

ნიუ-იორკის სახანძრო დეპარტამენტის ინფორმაციით, მეხანძრე მაშველები ამერიკის დროით 7:20 საათზე გამოიძახეს. ისინი ხანძარზე ინფორმაციას პირველივე წუთიდან ფლობდნენ, მანამ სანამ მედიაში კადრები გავრცელდებოდა.

მათივე ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა მეხანძრეები ამოწმებენ, არსებობს თუ არა ცეცხლის გავრცელების საშიშროება. 

დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით, ინფორმაცია არ გავრცელებულა.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.   

 

 

 




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე