ესპანეთში მაშველებმა ასობით ადამიანი გადაარჩინეს

საქართველო, თბილისი - 12:06 | 08.01.2018
ნანახია: 1197

ესპანეთში სამაშველო ოპერაცია დასრულდა. მაშველებმა ცენტრალურ მაგისტრალებზე უამინდობის გამო ჩარჩენილი ასობით ადამიანი იხსნეს.

ესპანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 2 დღის განმავლობაში დიდთოვლობის გამო გზებზე ავტომანქანებში ღამე 3 ათასზე მეტმა ადამიანმა გაატარა.

ყველაზე მძიმე ვითარება მადრიდი-სეგოვიას დამაკავშირებელ გზაზე იყო, სადაც მოძრაობა მთლიანად იყო პარალიზებული.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე