20 დაღუპული, რამდენიმე დაშავებული - მორიგი ტერაქტი ავღანეთში

საქართველო, თბილისი - 11:50 | 05.01.2018
ნანახია: 1088

მორიგი ტერორისტული აქტი განხორციელდა ქაბულში. ავღანეთის დედაქალაქში მომხდარ აფეთქებას 20 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც.

ტერაქტი თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. მან თავი პოლიციის საგუშაგოსთან აიფეთქა.

დაღუპულთა უმრავლესობა პოლიციელია. 

მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ,,ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე