ხანძარი ციმბირში - არიან დაღუპულები

საქართველო, თბილისი - 16:32 | 04.01.2018
ნანახია: 1287

ნოვოსიბირსკში ფეხსაცმელების ფაბრიკაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა. ცეცხლი გვიან ღამით საწყობში გაჩნდა.

მუშებმა სახანძრო ბრიგადების მისვლამდე  ხანძრის ლოკალიზება საკუთარი ძალებით სცადეს, რა დროსაც კვამლით გაიგუდნენ.

დაღუპულთაგან 7 ჩინეთის, 2 ყირგიზეთის, ერთი კი რუსეთის მოქალაქეა.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე