სააკაშვილისა და კურჩენკოს სატელეფონო საუბრის ავთენტურობა დადასტურდა

საქართველო, თბილისი - 16:11 | 29.12.2017
ნანახია: 1342

უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეციალური ტექნიკისა და სასამართლო ექსპერტიზის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექსპერტიზამ არსებულ ჩანაწერებში მიხეილ სააკაშვილისა და სერგეი კურჩენკოს ხმების ავთენტურობა დაადასტურა. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის პრეს-მდივანი ლარისა სარგანი ,,ფეისბუკის'' გვერდზე წერს.

„ფარული სამძებრო ღონისძიების გატარების შედეგად მათ მიერ ნათქვამი სიტყვები და ფრაზები ოქმში არის პერსონიფიცირებული“, - აცხადებს სარგანი.

მისივე თქმით, დაახლოებით 15 ადამიანი, რომლებიც უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებს სააკაშვილის, კურჩენკოს, დინიკისა და დანგაძის სისხლის სამართლის დანაშაულების დოკუმენტირებაში ეხმარებიან, დაკითხულები არიან მოწმის სახით და ამჟამად სახელმწიფო დაცვით სარგებლოგენ.

მანამდე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ კიევში სააკაშვილის მიერ ორგანიზებული აქციები ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვის მიერ იყო დაფინანსებული.

გენერალურმა პროკურატურამ აუდიოჩანაწერებიც გამოაქვეყნა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი და მოსკოვში გაქცეული ბიზნესმენი სერგეი კურჩენკო ფიგურირებენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე