მექსიკაში მოდელი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 13:14 | 28.12.2017
ნანახია: 1076

მექსიკაში ვენესუელელი მოდელი ანდრეინა ელისაბეტ ესკალონა მოკლეს. ინციდენტი ქალაქ სან-პედროში იმ  დროს მოხდა, როდესაც მოდელი დისკოთეკიდან გამოდიოდა.  

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, 27 წლის გოგონა საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს. ესკალონამ თავის არეში რამდენიმე ჭრილობა მიიღო და საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაიჭრა მისი თანმხლები პირიც, რომლის გადარჩენაც ექიმებმა შეძლეს.

მედიის ცნობით, ანგარიშსწორების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო შურისძიება კონფლიტქის შემდეგ, რომელიც წყვილს შორის ღამის კლუბში განვითარდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე