კიევში საქართველოს მოქალაქეები ლინჩის წესით გასამართლებას გადაურჩნენ

საქართველო, თბილისი - 13:33 | 26.12.2017
ნანახია: 1584

კიევის ოლქში  საქართველოს 2 მოქალაქე ლინჩის წესით გასამართლებას გადაურჩა. ამის შესახებ უკრაინის პოლიციის მთავარი სამმართველო იტყობინება.

ინციდენტი ქალაქ ვიშნევოიში მოხდა. პოლიციამ მანქანის გაჩერება სცადა, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ისინი სამართალდამცველებს არ დაემორჩილნენ და გაქცევა სცადეს. მანქანა ტროტუარზე აიჭრა და ქალს დაეჯახა, რომელსაც  11 წლის ბავშვი და ჩვილი ახლდა.

ისინი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. თვითმხილველებმა დამნაშავეებზე ფიზიკური ანგარიშსწორება სცადეს, თუმცა საქართველოს მოქალაქეები სამართალდამცველებმა გადაარჩინეს. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

როგორც პოლიცია იტყობინება, დაკავებულები ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. მათი ვინაობა არ სახელდება, თუმცა

როგორც პოლიციაში აცხადებენ, დაკავებულებს მართლმსაჯულებასთან პრობლემები ადრეც არაერთგზის ჰქონდათ. 

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე