მოსკოვში ავტობუსი მიწისქვეშა გადასასვლელში შევარდა - დაღუპულია 5 ადამიანი(ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 17:16 | 25.12.2017
ნანახია: 1038

ბოლო მონაცემებით, მოსკოვში ავტობუსის ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა.

სამგზავრო ავტობუსი კუტუზოვის პროსპექტზე მეტროსადგურ „სლავიანსკი ბულვართან“ მიწისქვეშა გადასასვლელში შევარდა.

ინციდენტი სთვალთვალო კამერებმა  გადაიღეს. ჩანაწერი ქსელში უკვე გავრცელდა. ინტერნეტში გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს გადასასვლელში დიდი სიჩქარით ავტობუსი როგორ ვარდება და გზად ყველაფერს ანადგურებს. დაშავებულებს შორის არიან მოზარდებიც.

 




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე