ფილიპინებში ტროპიკულმა შტორმმა 200-მდე ადამიანი იმსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 16:17 | 25.12.2017
ნანახია: 776

ტროპიკულმა შტორმმა სამხრეთ ფილიპინებში ორი დღის განმავლობაში 200-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. წყლის უხვმა ნაკადმა და მეწყერმა მთლიანად გაანადგურა რამდენიმე სოფელი. შტორმის ეპიცენტრი კუნძული მინდანაო აღმოჩნდა.

ტაიფუნ „ტემბინის“ სიჩქარე ფილიპინების სამხრეთ-აღმოსავლეთით გაიზარდა. დღეს კი ქარის სიჩქარემ  საათში 105 კმ-ს მიაღწია. ცალკეულ რაიონებში კი საათში 145 კმ დაფიქსირდა.

სინოპტიკოსების ცნობით, ტაიფუნი ჩრდილოეთისკენ მიემართება. ვიეტნამში მაშველებმა ქვეყნის სამხრეთ რაიონებიდან მილიონამდე მცხოვრების ევაკუაცია განახორციელეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე