მამაკაცი ერდოღანთან ჩახუტების მცდელობისთვის დააკავეს (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 15:44 | 25.12.2017
ნანახია: 1174

თურქეთში მამაკაცმა დაცვა გაარღვია და ქვეყნის პრეზიდენტთან რეჯებ ტაიპ ერდოღანთან ჩახუტება სცადა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო მედიამ გაავრცელა.

ერდოღანი ქალაქ შირნაქში თავისი მომხრეების წინაშე სიტყვით გამოდიოდა, მოულოდნელად მასთან მამაკაცმა მიირბინა, მხრებში ხელი სტაცა და ვიდრე დაცვა მის გაყვანას მოახერხებდა სავარაუდოდ პრეზიდენტს რაღაც უჩურჩულა.

მამაკაცი უსაფრთხოების სამმართველოში გადაიყვანეს და დაკითხეს. გაირკვა, რომ მას ჰუსეინ დემირჯანი ერქვა და ერდოღანთან ჩახუტება გრძნობების მოზღვავების გამო უნდოდა.

„მე უბრალოდ მასთან ჩახუტება მინდოდა, არანაირი ავი ზრახვები არ მქონია, მე არასწორად გამიგეს“, - აღნიშნა მან.

დემირჯანმა განაცხადა, რომ შირნაქში ომის ვეტერანების ფონდი დაარსა. მისი თქმით, ქურთთა მუშათა პარტიის მებრძოლებმა მისი 13 ნათესავი მოკლეს.

დაკითხვის შემდეგ მამაკაცი გაათავისუფლეს.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე