სტამბოლში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ბრალდებული 22 უცხოელი მოქალაქე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 14:51 | 25.12.2017
ნანახია: 757

სტამბოლის პოლიციამ ანტიტერორისტული რეიდის დროს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ბრალდებული 22 უცხოელი მოქალაქე დააკავა.
მედიის ცნობით, ოპერაცია სტამბოლის ორ რაიონში ჩატარდა.

დაკავებულები სავარაუდოდ სირიასა და ერაყში ტერორისტების მხარეს იბრძოდნენ. თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან ისინი, ინფორმაცია არ ვრცელდება.

 ოპერაციის დროს ამოღებულია ციფრული მასალები, რომელიც დაკავებულების ტერორისტულ საქმიანობასთან კავშირს ადასტურებს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე