ინგლისელ ფეხბურთელებს რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატზე რასობრივი თავდასხმებისთვის ამზადებენ

საქართველო, თბილისი - 14:28 | 25.12.2017
ნანახია: 912

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებს რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატზე შესაძლო რასობრივი შეურაცხყოფებისთვის ამზადებენ. ამის შესახებ Daily Star-ი წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ჩემპიონატის მასპინძელი რუსეთი იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, სადაც რასიზმის სერიოზული პრობლემა არსებობს.

 თამაშის დროს ინგილსელმა ფეხბურთელებმა შესაძლოა მოისმინონ შეურაცხყოფა მაყურებელებისგან და მეტოქეებისგანაც კი. სამიზნეებად შესაძლოა იქცნენ ინგლისის გუნდის აფროამერიკელი ფეხბურთელები.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუტგეითმა მიიწვია „ლივერპულის“ მოთამაშე ჯონ ბარნსი, რომელიც არაერთხელ გამხდარა რასობრივი შეურაცხყოფის მსხვერპლი,  რათა ის ახალგაზრდა ფეხბურთელებს გაესაუბროს და მენტალურად განაწყოს თავდასხმების მიმართ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე