Twitter-დან ასანჟის აქაუნტი გაქრა

საქართველო, თბილისი - 13:08 | 25.12.2017
ნანახია: 788

WikiLeaks-ის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის აქაუნტი Twitter-დან გაქრა.

ასანჟის მიკრობლოგის გახსნის მცდელობისას აღნიშნულია, რომ მოცემული გვერდი არ არსებობს.

ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოში 2012 წლიდან იმყოფება. მაშინ მან ეკვადორის ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით მიმართა, რადგან შიშობდა შვედეთის ხელისუფლებას  WikiLeaks-ში საქმიანობის გამო აშშ-ში მისი ექსტრადიცია არ მოეხდინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე