მსოფლიოში ყველაზე კომფორტული ციხე გაიხსნა (ფოტოკოლაჟი)

საქართველო, თბილისი - 12:18 | 25.12.2017
ნანახია: 1345

დანიაში, ქალაქ გუნდსლევთან მსოფლიოში ყველაზე კომფორტული ციხე გახსნეს. მისი მშენებლობისთვის 160 მლნ დოლარი დაიხარჯა. ამის სშსახებ Daily Mail-ი წერს.

სტორტსტრიომის ციხე გათვლილია 250 მსჯავრდებულზე. თითოეული მათგანისთვის ოთხი კვადრატული მეტრის ფართობის კამერაა განკუთვნილი. საკანში დგას ტელევიზორი, მაცივარი, კარადა და დიდი სააბააზანო ოთახი, საკანს დიდი ფანჯარაც აქვს.

ციხეში არის ეკლესია,  სამლოცველი დარბაზი, სპორტული მოედნები, საერთო ოთახები, საკუთარი ბაღჩები და სასოფლო-სამეურნეო ბოსტნები.

არქიტექტორების ჩანაფიქრით, გარემო უნდა შეესაბამებოდეს პატიმრების თავიდან აღზრდას და თანამშრომლებისთვის სამუშაო ადგილი სასიამოვნო უნდა იყოს. ციხის მშენებლობის დასრულებას ხუთი წელი დასჭირდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე