გვატემალა საელჩოს იერუსალიმში გადაიტანს

საქართველო, თბილისი - 11:42 | 25.12.2017
ნანახია: 789

გვატემალას პრეზიდენტის ჯიმი მორალესის განცხადებით,  ქვეყნის საელჩო თელ-ავივიდან იერსუალიმში გადავა.

 „ფეისბუქის“ გვერდზე მორალესმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბინიამინ ნეთანიაჰუსთან საუბრის შემდეგ მიიღეს.

გასულ კვირას გვატემალა გაეროს ერთ-ერთი წევრი-ქვეყანა იყო, რომელმაც გაეროს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. რეზოლუცია აშშ-ს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების გადაწყვეტილების გადახედვას სთხოვდა.  

დონალდ ტრამპი ფინანსური დახმარების შეწყვეტით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებმაც აშშ-ის ამ გადწყვეტილების წინააღმდეგ წავიდნენ. აშშ გვატემალასთვის მნიშვნელოვანი ფინანსური დონორია.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 21 დეკემბერს მიიღო რეზოლუცია, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას ისრაელის დეადაქალაქად იერუსალიმის არაღიარებისკენ მოუწოდებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე