პუჩდემონი მზად არის ბარსელონაში დაბრუნდეს, თუ მადრიდი არჩევნების შედეგებს აღიარებს

საქართველო, თბილისი - 16:28 | 22.12.2017
ნანახია: 906

კატალოონის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი კარლეს პუჩდემონი აცხადებს, რომ მზად არის ქვეყანაში დაბრუნდეს, თუ მადრიდი პატივს სცემს არჩევნების შედეგებს, რომლის მიხედვითაც ავტონომიის დამოუკიდებლობის მომხრეებმა პარლამენტში აბსულუტური უმრავლესობა მოიპოვეს. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Monde იტყობინება.
„ჩვენ არჩევნებში გავიმარჯვეთ, საკითხი ახლა ასე დგას - აღიარებს თუა არა ესპანეთის მთავრობა ამ შედეგებს, რადგან თუ აღიარებს, მზად ვარ ხვალვე სახლში დავბრუნდე“, - განაცხადა პუჩდემონმა.

საპარლამენტო არჩევნებში ცენტრისტულმა პარტიამ გაიმარჯვა, მან 37 მანდატი მიიღო.

თუმცა სამმა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც ესპანეთისგან რეგიონის გამოყოფას უჭერს მხარს, შეძლო პარლამენტში აბსულუტური უმრავლესობის შენარჩუნება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე