ელისაბედ მეორე ნორფოლკში 2018 წლის ყველაზე მოდური ფერის პალტოთი ჩავიდა

საქართველო, თბილისი - 15:57 | 22.12.2017
ნანახია: 2087

ელისაბედ მეორე მეუღლესთან პრინც ფილიპთან ერთად ლონდონიდან ნორფოლკის საგრაფოში ჩავიდა, სადაც ტრადიციულად საშობაო დღესასწაულს გაატარებს. პაპარაცებმა სამეფო ოჯახი რკინიგზის ვაგზლის პლატფორმაზე დააფიქსირეს.

ელისაბედ მეორეს ბადრიჯნისფერი პალტო ეცვა. ეს ფერი დამდეგი წლისთვის ყველაზე მოდურად არის აღიარებული.

მონარქების ოჯახი შობას სანდრინგემის მამულში აღნიშნავს, რის შემდეგაც ქეით მიდლტონი და მეგან მარკლი პრინც უილიამთან და პრინც ჰარისთან ერთად ანმერ ჰოლის რეზიდენციაში გადაინაცვლებენ, სადაც სადღესასწაულო დღეებს გაატარებენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე