ესპანეთის პოლიციამ გუარდიოლა კატალონიელი სეპარატისტების სიაში შეიყვანა

საქართველო, თბილისი - 14:55 | 22.12.2017
ნანახია: 818

ესპანეთის პოლიციამ „მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელი იმ კატალონიელი სეპარატისტების სიაში შეიყვანა, რომლებმაც ხელი შეუწყვეს რეგიონის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის გამართვას.

როგორც ElNacional-ი წერს, ესპანეთის პოლიცია მუშაობს იმ პირების სიის შედეგენაზე, რომლებიც სხვადასხვა საშუალებით 1 ოქტომბერს გამართულ კატალონიის დამოუკიდებლობის რეფრენდუმის ჩატარებასთან კავშირი აქვთ. როგორც ცნობილია, ამომრჩეველთა 90-მა პროცენტმა მხარი ესპანეთიდან რეგიონის გამოყოფას დაუჭირა.

ესპანელი სამართალდამცველი ორგანოების ვერსიით, ერთ-ერთი მათგანი პეპ გუარდიოლაა.

 „გუარდიოლამ რეგიონის დამოუკიდებლობის მხარდამჭერთა მობილიზაცია მოახდინა“, - ნათქვამია ესპანეთის პოლიციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუარდიოლამ 2017 წლის ივნისში ბარსელონაში რეფერენდუმის მხარდასაჭერი მანიფესტი წაიკითხა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე