რუსეთში ჰომოსექსუალებს საჯაროდ კოცნის ნება დართეს

საქართველო, თბილისი - 12:00 | 22.12.2017
ნანახია: 1201

მსოფლიოს 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე, რომელიც რუსეთში გაიმართება, ჰომოსექსუალ გულშემატკივრებს საჯაროდ კოცნის ნება ექნებათ.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტმა ამასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა.

,,ფეხბურთი ემოციური სპორტია გულშემატკივრებისათვის. ასე რომ, მათ ვერავინ აუკრძალავს ერთმანეთის ჩახუტებას ან კოცნას. ემოციის ან გრძნობების ნებისმიერი გამოვლინება აღქმული იქნება, როგორც სავსებით ბუნებრივი ქმედება, თუკი ის საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას არ გამოიწვევს. იმისათვის, რათა ტურნირის თამაშების საყურებლად ფანებს სრული კომფორტი ჰქონდეთ, მსოფლიოს ჩემპიოანტზე ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით 11 ქალაქის 12 სტადიონზე გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე