აშშ-ში კოკაინის შეფუთვაში გახლართული კუ გადაარჩინეს

საქართველო, თბილისი - 17:16 | 21.12.2017
ნანახია: 1143

აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა წყნარ ოკეანეში 70 მლნ დოლარის ღირებულების კოკაინის შეფუთვაში გახლართული კუ გადაარჩინეს. ამის შესახებ ტელეარხი 9 news-ი იუწყება.

ტელეარხის ცნობით, სანაპირო დაცვამ კუ 19 ნოემბერს იპოვა. მის გამოხსნას შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ნარკოტიკებთან ბრძოლის ფარგლებში 68-დღიანი ოპერაციის მსვლელობისას ცდილობდნენ.  

სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა გაარკვიეს, რომ კუ  გაიხლართა ნარკოტიკების სამალავში, რომელშიც 800 კგ კოკაინი იყო შენახული. ასევე ცნობილი გახდა, რომ ინციდენტის შედეგად კუ დაშავდა, მას კიდურები და კისერი ჰქონდა დაზიანებული.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე