მელბურნში ავტომობილი ქვეითებს განზრახ დაეჯახა

საქართველო, თბილისი - 13:04 | 21.12.2017
ნანახია: 724

 

ავსტრალიის პოლიციის განცხადებით, მელბურნში ავტომობილის მძღოლი ქვეითებს განზრახ დაეჯახა, თუმცა მომხდარის მოტივები ჯერ დაუდგენელია.

ინციდენტის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. რამდენიმე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძნელია.

შემთხვევა მელბურნში ფლინდერს-სტრიტის სარკინიგზო სადგურთან მოხდა. ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა და მოძრაობა განაგრძო. პოლიცია ინციდენტს იძიებს. დაკავებულია ავტომობილის მძღოლი და კიდევ ერთი ადამიანი.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე