გემი, რომლის ბორტზეც 251 ადამიანი იმყოფებოდა, ზღვაში ჩაიძირა

საქართველო, თბილისი - 12:50 | 21.12.2017
ნანახია: 1345

სამგზავრო გემი, რომლის ბორტზეც 251 ადამიანი იმყოფებოდა, ფილიპინების სანაპიროსთან ჩაიძირა.

მედიის ცნობით, მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია, რამდენიმე მგზავრის გადარჩენა უკვე მოხერხდა.

სანაპირო დაცვის წარმომადგენელთა თქმით, სავარაუდოდ, არის მსხვერპლი, თუმცა ინფორმაცია მოწმდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერი ტალღების გამო გემი ზღვაში გასვლიდან ერთი საათში ჩაიძირა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე