ტრამპი პალესტინის მხარდამჭერ ქვეყნებს ემუქრება

საქართველო, თბილისი - 10:54 | 21.12.2017
ნანახია: 801

გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომის გამართვამდე ერთი დღით ადრე  დონალდ ტრამპი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს. იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით, რეზოლუციის მიღებამდე, თეთრი სახლის ლიდერი იმ ქვეყნებს აფრთხილებს, ვინც შეერთებული შტატებისგან სხვადასხვა სახის  დაფინანსებას იღებს.

პრეზიდენტის განცხადებით, ვაშინგტონმა შესაძლოა ფინანსური დახმარება შეუწყვიტოს იმ ქვეყნებს, რომლებიც გენერალური ასამბლეის სხდომაზე  ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის ცნობის შესახებ  გადაწყვეტილების საწინააღმდეგო რეზოლუციას დაუჭერენ მხარს. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე