ქუჩაში მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი ჩამოვარდა

საქართველო, თბილისი - 10:38 | 21.12.2017
ნანახია: 806

ამერიკის ტენესის შტატის ქალაქ ნოქსვილში ორძრავიანი თვითმფრინავი Piper PA-23 ერთ-ერთ ქუჩაზე ჩავარდა. დაშავდა სამი ადამიანი.

სამაშველო სამსახურის ცნობით, თვითმფრინავი ავტოსადგომზე პარკირებულ ორ მანქანას დაეცა. ბორტზე მყოფმა სამმა ადამიანმა თვითმფრინავი დამოუკიდებლად დატოვა. სამივე საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიწაზე არავინ დაშავებულა.

სპეციალისტებმა ავარიის ადგილზე საწვავი აღმოაჩინეს. კატასტროფის მიზეზები უცნობია.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე