„თალიბანის“ თავდასხმას ავღანეთში 11 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 14:33 | 20.12.2017
ნანახია: 1107

სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა ავღანეთში კუნდუზის პროვინციაში „თალიბანის“ მებრძოლების თავდასხმის შედეგად.
მედიის ცნობით, თავდასხმას რვა ადგილობრივი პოლიციის თანამშრომელი და სამი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

ავღანეთში სიტუაცია ბოლო თვეების განმავლობაში შესმჩნევად გაუარესდა. „თალიბანი“ მსხვილი ქალაქების დაკავების მიზნით მასშტაბურ იერიშებზე გადავიდა.

ქვეყნის ტერიტორიაზე ასევე გაძლიერებულია „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენაც.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე