ვაშინგტონში სარკინიგზო ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:42 | 19.12.2017
ნანახია: 896

6 ადამიანი დაიღუპა ვაშინგტონში სარკინიგზო ავარიის შედეგად. 77 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

ზოგიერთ ვაგონში სამაშველო ოპერაციის ჩატარება საშიშია და როგორც პოლიციელები აცხადებენ, იქ ცოცხალი აღარავინ იქნება.

მედიის ცნობით, კატასტროფის დროს მატარებელში 78 მგზავრი, ეკიპაჟის ხუთი წევრი და ტექნიკოსი იმყოფებოდა. მატარებელი 130 კმ/სთ-ში მოძრაობდა.

კომპანია Amtrak -ის შემადგენლობა ვაშინგტონის შტატის ქალაქ ოლიმპიადან ლეიკვუდში მიემართებოდა. ის რელსებიდან სარკინიგზო ხიდზე გადავიდა. ორი ვაგონი ავტომაგისტრალზე გადავარდა და სულ მცირე ხუთი მანქანა დააზიანა.

კომპანიის პრეზიდენტის თქმით, მატარებლის მოძრაობის მართვის სისტემა ავარიის დროს გააქტიურებული არ იყო.

ეს სისტემა ავტომატურად ანელებს მატარებლის მოძრაობას და საბოლოოდ აჩერებს თუ კი გრძნობს, რომ მატარებელი ზედმეტად სწრაფად მოძრაობს და შესაძლოა რელსებიდან გადავიდეს ან ავარია გამოიწვიოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე