24 წლის მამაკაცმა ცოლს თავი მოაჭრა და საყინულეში შეინახა

საქართველო, თბილისი - 15:57 | 18.12.2017
ნანახია: 2088

ამერიკის ტეხასის შტატის მკვიდრს 52 წლით პატიმრობა მას შემდეგ მიესაჯა, რაც მან ცოლის მკვლელობა აღიარა. მამაკაცმა ცოლს თავი შვილების თვალწინ მოაჭრა. ამის შესახებ New York Post-ი წერს.

24 წლის დევიდ დაიზატიმ თავისი ცოლის ნატაშას ნათესავებს დაურეკა და მკვლელობის შესახებ აცნობა. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა აღმოაჩინეს ქალის თავმოჭრილი ცხედარი, რომელსაც უამრავი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

მკვლელობა ცოლ-ქმრის ტრეილერში მოხდა, იქვე იმყოფებოდნენ მათი ერთი და ორი წლის შვილებიც. ცოლის თავი დაუზატიმ საყინულეში შეინახა.

ბავშვები არ დაშავებულან. მომხდარის მიზეზებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე