ავსტრიის კანცლერად სებასტიან კურცი დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 14:50 | 18.12.2017
ნანახია: 926

ავსტრიის კანცლერად საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სებასტიან კურცი დაინიშნა. ახალი კოალიციური მთავრობის ფიცის დადების ცერემონია ჰოფბურგის საიმპერატორო სასახლეში მიმდინარეობს.

გასულ პარასკევს ავსტრიის სახალხო პარტიამ კურცის ხელმძღვანელობით და ავსტრიის თავისუფლების პარტიამ, რომელსაც ჰაინცე-კრიტსიან შტრახე მეთაურობს, მთავრობის ფორმირების შესახებ მოლაპარაკებები დაასრულეს.

შაბათს პარტიების ლიდერებმა საზოგადოებას მინისტრობის კანდიდატები წარუდგინეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე