ერთნაირსქესიანმა წყვილმა გადასახადისგან თავის არიდების მიზნით იქორწინა

საქართველო, თბილისი - 09:48 | 18.12.2017
ნანახია: 1333

85 წლის დუბლინის მცხოვრებმა ქონების გადასახადისგან თავის არიდების მიზნით გადაწყვიტა თავისივე სქესის წარმომადგენელთან ექორწინა, ამის შესახებ ინფორმაციას The Irish Times-ი ავრცელებს.

მომავალმა საქმრომ განაცხადა, რომ ის და მისი მეგობარი კაცი ერთმანეთს უკვე 30 წელზე მეტია იცნობენ, ბოლო რამდენიმე თვეა კი გადაწყვიტა სახლი მომავალი მეუღლისთვის ეჩუქებინა და რადგან კანონი ერთნაირსქესიანთა ქორწინებისას მათ ქონების გადასახადისგან ათავისუფლებს, გადაწყვიტა ურთერთიერთობა ოფიციალურად დაარეგისტრიროს.

ირლანდიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება 2015 წლიდანაა დაშვებული. ქორწილი 22 დეკემბერს გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე