კერძო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 12:34 | 15.12.2017
ნანახია: 845

გერმანიაში რავენსბურგის ოლქში კერძო თვითმფრინავი Cessna 510 ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი სამივე ადამიანი დაიღუპა.

თვითმფრინავი ტყის მასივში ჩავარდა. ის მაინის ფრანკფურტიდან ქალაქ ფრიდრიხსხაფენში მიემართებოდა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა საგანგებო სამსახური გამოიძახა. ინციდენტის ადგილზე სამაშველო სამსახურის 60 თანამშრომელი და 20 პოლიციელი მივიდა.

მაშველებმა სამი ცხედარი იპოვეს. მათი ვინაობა ჯერ დაუდგენელია. კატასტროფის მიზეზები უცნობია, დაწყებულია გამოძიება.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე