საფრანგეთში მატარებლისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად 4 ბავშვი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 11:00 | 15.12.2017
ნანახია: 940

ამ დრომდე ვერ ხერხდება 10-ზე მეტი მოსწავლის ვინაობის დადგენა, რომლებიც საფრანგეთის ქალაქ პერპინიანში სასკოლო ავტობუსისა და მატარებლის შეჯახების შედეგად დაშავდნენ. ვერ დადგინდა იმ ოთხი მოსწავლის ვინაობაც, რომლებიც ავარიას ემსხვერპლნენ. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი პროკურატურა ავრცელებს.

პერპინიანის პროკურორის თქმით, ბავშვებს სერიოზული დაზიანებები აქვთ.

შეჯახება მაშინ მოხდა, როდესაც ავტობუსი რელსებზე გადადიოდა. ადგილობრივ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შლაგბაუმი, რომელსაც ავტობუსი უნდა შეეჩერებინა, ჩამოწეული არ იყო. შეჯახების შედეგად, ავტობუსი ორ ნაწილად გაიყო.

დაზიანებები მიიღო 20-ზე მეტმა მოსწავლემ. მათგან 11-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ყველაზე მცირეწლოვანი მოსწავლე, რომელიც ავარიის შედეგად დაშავდა, რვა წლისაა, ყველაზე უფროსი კი 15-ის.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე