პუტინი აბორტის აკრძალვას მიუღებლად მიიჩნევს

საქართველო, თბილისი - 17:00 | 14.12.2017
ნანახია: 1027

რუსეთის პრეზიდენტი თვლის, რომ აბორტების აკრძალვა დაუშვებელია. ამის შესახებ მან ტრადიციულ დიდ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„თანამედროვე მსოფლიოში ბავშვის შენარჩუნების გადაწყვეტილებას დედები იღებენ. თუ აბორტებს ავკრძალავთ, მას საზღვარგარეთ გაიკეთებენ ან არალეგალურად. ამით ქალების ჯანმრთელობას დავაყენებთ საფრთხის ქვეშ. ამის ნაცვლად ფეხმძიმე ქალებს უნდა გავუწიოთ დახმარება, რომლებიც აბორტზე უარს იტყვიან,“-აღნიშნა პუტინმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე