პუტინი საპრეზიდენტო არჩევენებში კენჭს "ერთიანი რუსეთის" სახელით არ იყრის

საქართველო, თბილისი - 14:08 | 14.12.2017
ნანახია: 835

პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას არა „ერთიანი რუსეთის“ სახელით, არამედ დამოუკიდებლად მიიღებს. ამის შესახებ მან ტრადიციულ დიდ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ რა თქმა უნდა, იმ პოლიტიკური ძალების მხარდაჭერის იმედი მაქვს, რომლებიც ჩემს შეხედულებებს იზიარებენ და მენდობიან, მაგრამ ჩემს კანდიდატურას მე თვითონ ვაყენებ,“-აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, წინასაარჩევნო პროგრამა უკვე მზად აქვს, მაგრამ მისი პრეზენტაციის დრო ჯერ არ დამდგარა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე