ჯონ მაკკეინი საავადმყოფოში გადაიყვანეს

საქართველო, თბილისი - 11:53 | 14.12.2017
ნანახია: 830

სენატორი ჯონ მაკკეინი ბეტესდეში (მერილენდის შტატი) უოლეტრ რიდის სახელობის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

სენატორს თერაპიის კურსი დაუნიშნეს ონკოლოგიური მკურნალობის გვერდითი მოვლენების გამო.

ინფოორმაცია მაკკეინის ოფიციალურ საიტზე გავრცელდა.

„სენატორი მაკკეინი მადლობას უხდის თავის ექიმებს არაჩვეულებრივი მზრუნველობისთვის, ასევე მეგობრებს მხარდაჭერისა და კეთილი სურვილებისთვის. ის მოუთმენლად ელის სამსახურში დაბრუნებას“. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სენატორს ზაფხულში თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს. მან ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსი გაიარა, რამაც გვერდითი მოვლენები გამოიწვია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე