სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულმა კონგრესმენმა თავი მოიკლა

საქართველო, თბილისი - 10:58 | 14.12.2017
ნანახია: 1034

კენტუკის შტატის წარმომადგენლობითი პალატის წევრმა დენ ჯონსონმა, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ, თავი მოიკლა. ამის შესახებ ტელეარხი WDRB იტყობინება.

კენტუკის შტატის ჟურნალისტური გამოძიების ცენტრმა გაავრცელა ქალის განცხადება, რომელიც ჯონსონს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა.

მისი თქმით, ინციდენტი 2012 წლის 1 იანვარს მის სახლთან მოხდა, როდესაც ის 17 წლის იყო. ჯონსონი მაშინ პასტირად მსახურობდა. როგორც დაზარალებული ამტკიცებს, ის სპირტიან სასმელებს მოიხმარდა.

თვითმკველობამდე ჯონსონმა Facebook-ში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც განაცხადა, რომ ცენტრის მიერ წაყენებული ბრალდება ცილისწამებაა.

 „ნიუ-იორკში 2001 წლის 11 სეტემბერი (ტერაქტი) პოსტრავმული სტრესული აშლილობაა, რომელიც დღე-ღამეში 24 საათი მაქვს 16 წლის განმავლობაში, ის წაიღებს ჩემს სიცოცხლეს, აღარ შემიძლია მასთან გამკლავება. მან გაიმარჯვა“, - დაწერა ჯონსონმა.

ჯონსონისთვის ბრალი ოფიციალურად არ წაუყენებიათ




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე