ბრიტანეთში გოგონა შიშველი გულით დაიბადა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 10:36 | 14.12.2017
ნანახია: 1797

ბრიტანეთის ქალაქ ბულუელში გოგონა გულის ექტოპიით დაიბადა. მას გულის კუნთი სხეულის გარეთ ჰქონდა განთავსებული. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

ექიმებმა დიაგნოზი ორსულობის მეცხრე კვირაში დაადგინეს. მათი თქმით, ბავშვის გადარჩენის შანსი ძალიან მცირე იყო. ახალშობილთა 90 პროცენტი მკვდარი იბადება, ან სიცოცხლის პირველივე დღეებში კვდება. სპეციალისტებმა დედას აბორტის გაკეთება ურჩიეს, თუმცა მშობლებმა უარი განაცხადეს.

გოგონა ცოცხალი დაიბადა, მისი სიცოცხლის პირველივე საათში სამი ოპერაცია გაკეთდა, რომელშიც 50-ზე მეტი ექიმი მონაწილეობდა. ქირურგებმა მკერდის ახალი უჯრედები შექმნეს. გამოცემის ცნობით, ახალშობილი პირეველი ადამიანი გახდა დიდ ბრიტანეთში, რომელიც მსგავსი პათოლოგიის შემდეგ გადარჩა.







არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე