გერმანიაში საშობაო ნაძვის ხე წაიქცა -არიან დაშავებულები

საქართველო, თბილისი - 10:15 | 11.12.2017
ნანახია: 1768

გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე 15-მეტრიანი ნაძვის ხე წაიქცა. არიან დაშავებულები.

გამოცემა Aachener Nachrichten-ის ცნობით, ინციდენტი ქალაქ ეშვაილერში მოხდა. ნაძვის ხე საბავშვო ატრაქციონს დაეცა. გერმანული მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთა შორის ბავშვები არ არიან.

​ინციდენტის მიზეზები უცნობია. საშობაო ბაზრობა დახურეს. უახლოეს ხანებში ნაძვის ხეს დაჭრიან და შემთხვევის ადგილიდან გაიტანენ.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე