შაურმის გაყიდვა, შესაძლოა, აიკრძალოს

საქართველო, თბილისი - 13:46 | 08.12.2017
ნანახია: 1892

"შაურმა - ამერიკული ჰამბურგერის გასტრონომიული ექვივალენტი საფრთხის წინაშეა“, - ამის შესახებ უცხოური  მედია მას შემდეგ წერს, რაც ევროპელმა მეცნიერებმა ფოსფატების მავნებლობაზე დაიწყეს საუბარი.

მათი აზრით, ეს ნივთიერება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს იწვევს.

აღსანიშნავია, რომ ამ მოსაზრებას ევროპარლამენტარების ნაწილი იზიარებს და ფოსფატების გამოყენების შეზღუდვას ითხოვს.

სწორედ ფოსტფატებს შეიცავს შაურმისთვისსაჭირო ხორცი და ამიტომაც, მოსალოდნელია, ევროპაში არსებული საშაურმეები დახურვის საფრთხის წინაშე დადგეს.

თუმცა, ევროპარლამენტარების მეორე ნაწილი აკრძალვის წინააღმდეგია. მათი თქმით, შაურმის აკრძალვის შემთხვევაში, ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩება.

გავრცელებულ ინფორმაციაზე პროტესტს გამოთქვამენ საშაურმეთა მფლობელებიც:

„მათ უნდათ, რომ თურქულ ბიზნესს ავნონ“, - განაცხადა 24 საათიანი საშაურმის მეპატრონემ ბერლინში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე