კალიფორნიაში ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 12:19 | 08.12.2017
ნანახია: 888

სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა ამერიკის კალიფორნიის შტატში ტყის ხანძრის შედეგად.

ხანძარი კალიფორნიის სამხრეთ ნაწილში ექვს რაიონში მძვინვარებს.

ცხედრები ქალაქ სან-დიეგოდან 70 კმ-ში აღმოაჩინეს, სადაც ცეცხლის ახალი კეერა დაფიქსირდა.

ცეცხლმა უკვე 57 ათას ჰექტარზე მეტი ტერიტორია მოიცვა. ხანძრის შედეგად 500 სახლი დაიწვა. 190 ათასამდე ადამიანი კი ევაკუირებულია.

ოთაშაბათს კალიფორნიის გუბერნატორმა ჯერი ბრაუნმა სანტა ბარბარას, ლოს-ანჯელესისა და ვენტურას ოლქებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

CNN-ის ცნობით, ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში 5700 მეხანძრე, ასევე შეიარაღებული ძალებისა და ეროვნული გვარდიის  წარმომადგენლები მონაწილეობენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე