„იქს ადამიანების“ რეჟისორს მოზარდის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

საქართველო, თბილისი - 11:17 | 08.12.2017
ნანახია: 1011

ფილმების „იქს ადამიანებისა“ და „საეჭვო პირების“ რეჟისორი ბრაიან სინგერი 17 წლის მოზარდის მიმართ სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს.

გამოცემა New York Times-ის თანახმად, ინციდენტი 2003 წელს მოხდა სიეტლში იახტაზე გამართულ წვეულებაზე. სინგერმა არასრულწლოვანი სეზარ სანჩეს-გუზმანი საძინებელში შეიყვანა და სექსუალურად იძალადა.

„შემდეგ ბრაიან სინგერმა სეზარს უთხრა, რომ ის ჰოლივუდის პროდიუსერია და შეუძლია სამსახიობო კარიერაში დაეხმარება, თუ ის ამ ინციდენტის შესახებ არავის ეტყოდა“, - ნათქვამია სარჩელის ტექსტში.

2014 წელს მსგავსი ბრალდება რეჟისორს მაიკლ იგანმაც წაუყენა, რომელიც 1999 წელს, როდესაც არასრულწლოვანი იყო, ასევე სინგერის ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე