რუსი ჟურნალისტი უკრაინიდან გააძევეს

საქართველო, თბილისი - 16:28 | 21.11.2017
ნანახია: 924

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსი ჟურნალისტი იგორ პეტრაშევიჩი რუსეთის ფედერაციაში გააძევა და მას ქვეყანაში შესვლა სამი წლით აუკრძალა.

უწყების განცხადებით, პეტრაშევიჩი უკრაინაში რუსული მედიისთვის, კერძოდ „ახალი „ამბების ფედერალური სააგენტოს“ "Rusvesna.Su"-სა და  "Riafan.Ru-სთვის მუშაობდა. რედაქციების დაკვეთით ის ამზადებდა უკრაინის შესახებ მასალებს.

უწყებისვე განცხადებით, ჟურნალსიტი თავის მასალებში შეგნებულად და უსაფუძვლოდ აზიანებდა უკრაინის სახელმწიფო ორგანოების ავტორიტეტს, ამახინჯებდა ისტორიულ ფატქებს და ახდენდა უკრაინის დისკრედიტაციას საერთაშორისო არენაზე.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე