ბელარუსში უკრაინელი ჟურნალისტი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

საქართველო, თბილისი - 14:36 | 17.11.2017
ნანახია: 1014

ბელარუსში უკრაინული რადიოს კორესპონდენტი პაველ შაროიკო დააკავეს. ამის შესახებ უკრაინის საზოგადოებრივი ტელერადიოკომპანიის თავმჯდომარე ზურაბ ალასანია ფეისბუკის გვერდზე წერს.

„ჩვენს ოფიციალურ მოთხოვნაზე პასუხებს ბელარუსის საელჩო თავს არიდებს“, - წერს ალასანია.  

მისი ინფორმაციით, ბელარუსში შაროიკოს ჯაშუშობაში ადანაშაულებენ.

ამასთან ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს.

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ შაროიკო აკრედიტებულია როგორც უცხოელი ჟურნალისტი, მაგრამ   ინფორმაციაზე მისი დაკავების  შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე