ლონდონის თეატრის თანამშრომლები კევინ სპეისის სექსუალური შევიწროებისთვის უჩივიან

საქართველო, თბილისი - 11:49 | 17.11.2017
ნანახია: 982

ლონდონის თეატრის „ოლდ ვიკის“ ხელმძღვანელობამ მოქმედი და ყოფილი თანამშრომლების 20 საჩივარი მიიღო კევინ სპეისის უღირსი ქმედების შესახებ, როდესაც ის 11 წლის განმავლობაში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო.

მომჩივნების თქმით, ადრე ისინი ფიქრობდნენ, რომ სპეისის ვერ უჩივლებდნენ, რადგან საკმარის მტკიცებულებებს ვერ წარადგენდნენ.

თეატრმა დაზარალებულებს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ ხელმძღვანელობამ ვერ შექმნა ისეთი გარემო, სადაც ისინი შიშის გარეშე თავიანთი პრობლემების შესახებ ისაუბრებდნენ.

თეატრმა გამოძიება უკვე დაიწყო.

20 საჩივრიდან 16 თეატრის ყოფილმა თანამშრომელმა წარადგინა. ყველა განმცხადებელი მამაკაცია. სამმა მათგანმა პოლიციას უკვე მიმართა. ყველა ინციდენტი 1995-2103 წლებში მოხდა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე