უკრაინაში 25 დეკებერი უქმე დღედ გამოცხადდა

საქართველო, თბილისი - 16:22 | 16.11.2017
ნანახია: 1010

უმაღლესმა რადამ უკრაინის ოფიციალურ სადღესასწაულო დღეებს შორის კათოლიკური შობა შეიტანა, რომელიც 25 დეკემბერს აღინიშნება.

ამასთან 7 იანვარი, როდესაც მართლმადიდებლები შობას აღნიშნავენ, სადღესასწაულო დღედ კვლავაც დარჩება.

სიახლის მიმართ უკრაინელი პოლიტიკოსების მიდგომა არაერთმნიშვნელოვანია: მას კიევის ევროინტეგრაციის გაძლიერების პოზიციას უწოდებენ, ზოგი კი ქვეყანაში მართლმადიდებლობის ნგრევისკენ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს.

თუ კი კანონს სპიკერი და პრეზიდენტი ხელს ოპერატიულად მოაწერენ, 25 დეკემბერი უქმე დღედ წელსვე გამოცხადდება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე