აზერბაიჯანმა შესაძლოა ევროპის საბჭო დატოვოს - ალიევი

საქართველო, თბილისი - 11:20 | 16.11.2017
ნანახია: 898

აზრებაიჯანმა შესაძლოა ევროპის საბჭო დატოვოს. ამის შესახებ ილჰამ ალიევმა მმართველი პარტიის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ბაქოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებში კრიზისის გამწვავების შემთხვევაში აზერბაიჯანი ევროპის საბჭოდან გავა.

ოფიციალური ბაქოს უკმაყოფილება ევროპელი მაღალჩინოსნების  განცხადებებმა გამოიწვია. 

ბრიუსელში  არაერთხელ განაცხადეს, რომ  აზერბაიჯანი  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვერდიქტს არ ასრულებს და დაკავებული ოპოზიციონერების გათავისუფლებაზე უარს ამბობს.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე