ნიგერიაში ტერაქტებს 14 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:38 | 16.11.2017
ნანახია: 877

სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა ნიგერიის ქალაქ მაიდუგურიში მომხდარი ტერაქტების შედეგად. აფეთქებები თვითმკვლელმა ტერორისტებმა განახორციელეს.
პოლიციის განცხადებით, ორმა ქალმა და ორმა მამაკაცმა სხეულზე დამაგრებული თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები ქალაქის სხვადასხვა ადგილზე აამოქმედა.  თვითმკვლელები სავარაუდოდ რადიკალურ დაჯგუფება „ბოკო ჰარამს“ მიეკუთვნებოდნენ. ისინი ადგილზე დაიღუპნენ.

ნიგერიაში „ბოკო ჰარამის“ მებრძოლები განათლების დასავლური მოდელის წინააღმდეგ  და ქვეყანში შარიათის შემოღებისთვის იბრძვიან. ნიგერიაში განხორციელებული ტერაქტების უკან უმეტესად სწორედ ეს დაჯგუფება დგას.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე