ირანში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 350-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 15:11 | 13.11.2017
ნანახია: 1752

ირანში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 350-ს მიაღწია. ამის შესახებ მედიას ორგანიზაცია წითელი ნახევარმთვარის წყარომ განუცხადა. დაშავებულია 4 ათასი ადამიანი.

დამანგრეველი მიწისძვრა, რომლის სიმძლავრემ 7,2 მაგნიტუდა შეადგინა, ირანი-ერაყის საზღვარზე მოხდა.

მიწისქვეშა ბიძგები ბაღდადიდან 204 კმ-ში დაფიქირდა. მიწისქვეშა ბიძგები რეგიონის სხვა ქვეყნებშიც შეიმჩნეოდა, მათ შორის ქუვეითში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ისრაელსა და აზერბაიჯანში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე