კიევში, მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია გაიმართა

საქართველო, თბილისი - 17:02 | 12.11.2017
ნანახია: 1111

კიევში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია გაიმართა.

უკრაინის დედაქალაქში ოპოზიციის მომხრეები ე.წ. აღშფოთებულთა მარშს მართავენ.

აქციის მონაწილეები პარლამენტს პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კანონის მიღებას და ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნისკენ მოუწოდებენ.

მომიტინგეებს სიტყვით მიმართა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც აქციაზე მეუღლესთან და უმცროს შვილთან ერთად მივიდა.

,,ახალ ძალთა" ლიდერმა აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციებს გარკვეული შედეგები უკვე მოჰყვა და უკრაინელებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე