დიდი ბრიტანეთში ტერეზა მეის გადადგომას ითხოვენ

საქართველო, თბილისი - 14:25 | 12.11.2017
ნანახია: 986

ევროკავშირიდან გასვლის პროცესის გაჭიანურების გამო, დეპუტატები ტერეზა მეის გადადგომას ითხოვენ.

Sunday Times-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადებისთვის 40 კონსერვატორი დეპუტატი მზადაა.

მეის საქმიანობით უკმაყოფილოები არიან მისივე მინისტრთა კაბინეტის წევრებიც. გამოცემის ცნობით,  კონსერვატორებს შორის აზრთა სხვადასხვაობის გამო შეშფოთებულები არიან ევროკომისიაშიც.

ბრიუსელში მიაჩნიათ, რომ პოლიტიკურმა კრიზისმა შესაძლოა, ხელი შეუშალოს ლონდონს ე.წ. ბრექსითის დროს კონკრეტული ფინანსური ვალდებულებები აიღოს და შეასრულოს.
დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესი ზაფხულში დაიწყო. მხარეები ამ დრომდე ვერ თანხმდებიან რამდენიმე საკითხზე, მათ შორის უმთავრესი ფინანსური ვალდებულებების ოდენობაა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე